Monday, March 14, 2011

მოზარდი და ფული

პროექტის სახელი:  მოზარდი და   ფული
პროექტის მოკლე  აღწერა 1–2წინადადებით:    რისთვის სჭირდება  მოზარდს ფული და რა პრობლემები  შეიძლება გამოიწვიოს ფულმა მოზარდებში.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფულის წარმოშვებაზე,რა როლს ასრულებს იგი საზოგადოებაში?რაში ხარჯავს მოზარდი ფულს?  საჭიროა თუ არა,რომ მოზარდმა თვითონ,თავისი შრომით  იშოვოს ფული?   მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ ანკეტა. ანკეტის საშუალებით გამოკითხავენ თანატოლებს და მიიღებენ პასუხებს საინტერესო კითხვებზე. ჩაატარებენ გამოკვლევას საკითხზზე–თუ რა თანხა სჭირდება მოზარდს თვეში, თავისი ხარჯებისათვის.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:  შეუზღუდავი
ვადები/ხანგრძლივობა:   2თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ  მასალებზე,ანკეტის შედგენა,ვიქტორინის მოწყობა,ინტერვიუს აღება ბანკის წარმომადგენლისგან,ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ანკეტის შექმნა,მოზარდის აზრის გაგება აქტუალურ თემასთან დაკავშირებით.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ფულთან დაკავშირებით.გაეცნობიან თანაკლასელთა აზრებს  და შეხედულებებს აქტუალურ კითხვებზე .გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს.
სამუშაო ენა:ქართული
ეგმასსაგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გთან კავშირი:ლიტერატურა–გაიღრმავებენ ცოდნას ჟურნალებით,გაზეთებით,ლიტ.ნაწარმოებებით.ეკონომიკა–ეკონომიკურ მოვლენებში პარალელებს გაავლებენ.ისტორია–რატომ და როდის წარმოიშვა ფული?
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქ.გორის სოფ.სვენეთის #39 საჯარო სკოლა , ქ.გორის სოფ.ხელტუბანის საჯარო სკოლა,ქ.გორის სოფ. ბერბუკის საჯარო სკოლა,ქ.გორის #3 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ლიანა ზაგაშვილი,ქ.გორის სოფ.სვენეთის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  zagashvili7@gmail.com